საფრანგეთი- საქართველოს ურთიერთ თანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ სულაშვილის მიმართვა მიხეილ სააკაშვილს:
”ერს, თქვენი სახელმწიფოებრივი ღვაწლი ღირსეულად რომ დაეფასებინა, (არსებული შეცდომების მიუხედავად), ღატაკ მილიარდერს არ მისცემდა იმის უფლებას, მის პირადი ტყვეობაში აღმოჩენილიყავი. იმედია გახსოვს ჩვენი ბოლო საუბარი. მე გითხარი, რომ ზედმეტი წარმოდგენა გქონდა იმ ერზე, რომელმაც თავის დროზე ილიას, ქალაქის ხმოსანთა არჩევნებზე ხმა არ მისცა და შემდეგ ტყვია ესროლა. გაგახსენე ზვიადი და სხვა უამრავი საზოგადო მოღვაწე, რომელიც ჩვენ მოვკალით და ჩვენვე დავიტირეთ… შენ ახლა სასიკვდილოდ გადადე თავი. და მერე რა? შენც დაგიტირებენ, რადგან ეს ყველაზე უკეთესად გამოგვდის მიშა. ვერ გახდები ჭკუის სასწავლებელი მაგალითი იმ ერისთვის, რომელსაც მსგავსი უამრავი მაგალითი უდევს ცხვირწინ და მაინც ვერ ხედავს. მე დავივიწყე ყველა წყენა რაც ჩვენს შორის არსებობდა. მეგობრობის ხელი გამოგიწოდე, მაგრამ ვერასოდეს გაპატიებ იმ თავგანწირვას და თვითმკვლელობას რომელსაც მათ შორის, ჩემთვის აკეთებ, როგორც რიგითი ქართველისთვის… სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად არ ვარ ამის ღირსი და არ ვიმსახურებ. ამ თავგანწირვას არ იმსახურებს არც საქართველო და არც მძორად ქცეული “დემოკრატიული ევროპა”, რომლის კარებზეც მე და შენი უამრავი მეგობარი, ლამის 24 საათიან რეჟიმში ვაკაკუნებთ, შენი სიკვდილით ეს ქვეყანა ვერ გადარჩება. გადარჩება მაჯლაჯუნა ივანიშვილი და არ გაქვს უფლება ღვთის მშობლის წილი, ეშმაკებს დაუთმო! მეც და სრულიად საქართველო, მხოლოდ შენთან ერთად გავიმარჯვებთ!!!”- წერს ნუგზარ სულაშვილი.