“არჩევნების დღეს, თქვენ სახლიდან გასვლით და საარჩევნო უბანზე თქვენი სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებით, შეგიძლიათ შეწყვიტოთ ის ქურდობა, ის პარვა, ის ძარცვა, რასაც გამილიონერებული ჩინოვნიკები ქართველ ხალხს უკეთებენ. ეს ძარცვა ჩვენი მოქალაქეების და შვილების მომავლის, შეიძლება გაჩერდეს მხოლოდ ერთი გზით, თქვენს მიერ, საარჩევნო უბანზე სწორი არჩევანის გაკეთების გზით”. – ამბობს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი “მთავარ არხთან” საუბრისას და მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.