იმედი რომ ასეთ %-ს წერს, თავისუფალი არჩევნების პირობებში გადაგლეჯილები არიან – ჯაფარიძე

გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერი და თბილისის ვიცე მერობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე არჩევნების დასრულების შემდეგ, ეგზიტპოლების შედეგებს ეხმაურება:

“16 მილიარდიანი ბიუჯეტით, 0.5 მილიონი ბიუჯეტზე ჩამოკიდებული ადამიანით, ქურდებით, საპატრიარქოთი, სუსით და პოლიციით

იმედი რომ ასეთ %-ს წერს

ეს ნიშნავს რომ თავისუფალი არჩევნების პირობებში

გადაგლეჯილები არიან ყველა ამ ქალაქში

ვერ დარჩება ეს კლეპტოკრატების შპანა ხელისუფლებაში” წერს ჯაფარიძე

“გორბის” ეგზიტპოლით კახა კალაძეს 57,2%-იანი მხარდაჭერა აქვს, ხოლო ნიკა მელიას 42,8%

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share