„ბრაკონიერობა არის დარგის კატასტროფა და ყველა თევზის სახეობა არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. დაწყებული დასავლეთ ზღვისპირეთიდან, დამთავრებული ნებისმიერი მდინარით. მაშინ, როდესაც ეს არის უმდიდრესი რესურსი. მაგალითად, გვყავს უნიკალური ზუთხის სახეობები, ჩვენ კოლხურ ზუთსხ ვუწოდებთ (ზოგგან ამბობენ ირანულს), რომელიც ყველაზე ძველი სახეობაა და უკვე მოწყვლადია. არ დაადგა საშველი, რომ დავიცვათ მდინარეები, სადაც ისინი შემოდიან. მაგის გარდა, სხვა სახეობებიც ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან, ზუსტად ბრაკონიერობის გამო. მთელი მდინარეები არის უსისტემოდ, კარიერები შიგნით და ა.შ.
იღუპება იხტიპოფაუნა, კატასტროფაა ყველა მდინარეში. ჩვენ გვშველის ის, რომ ერთ მხარეს გვაქვს მაგალითად, კასპიის ზღვა და მიგრირებს ბევრი თევზი, კვება ხდება იქიდან, მაგრამ შემოსული არ არის, რომ ხდება მოპოვება, განსაკუთრებით დენით. აღარ დაადგა საშველი ამის მოგვარებას, იმიტომ, რომ აქ არის დიდი ფული და ბრაკონიერები მიდიან ყველაფერზე“,- ამბობს თემურ ტყემალაძე.
მისი თქმით, არსებული ვითარების მოგვარებას სახელმწიფოს ნება და ჩართულობა სჭირდება, რადგან წითელი ნუსხის და განსაკუთრებული სახეობების თევზები ნადგურდება.
„ცუდი ის არის, რომ სულ უფრო იზრდება ბრაკონიერობა. ამას სჭირდება კონტროლი, კანონის გამკაცრება და რაც მთვარია, სახელმწიფოს ნება. არ არის ქვეყანა, სადაც მსგავსი რამე ხდება. მაგალითად, ნორვეგია ამ მხრივ კატასტროფამდე იყო მისული, მაგრამ როგორც კი კანონით მოწესრიგდა, დღეს თევზის პირველი მწარმოებელია. რაც მთავარია, იღუპება ისეთი ჯიშები, როგორიც არის წითელი ნუსხის და ყველაზე გამორჩეული სახეობები“,- აცხადებს თემურ ტყემალაძე.