საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, მხარდაჭერას უცხადებს შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი თამაზ ელიზბარაშვილი.
რაც მტერმა ვერ შეძლო 2008 წელს, იმას აკეთებს ჩვენი თანამემამულე. ფეხქვეშ თელავენ საქართველოს დროშას და გვართმევენ მომავალს, – ამბობს პოლკოვნიკი ელიზბარაშვილი და მოუწოდებს ყველას, დადგნენ ისტორიის სწორ მხარეს, იმისთვის რომ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უსაფრთხოდ და ჯანმრთელად იყოს და გათავისუფლდეს.
“საქართველოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, არ შეიძლება გამოვხატო ჩემი სუბიექტური აზრი ამ ყველაფრის შესახებ, მაგრამ შორიდან, ემიგრაციიდან უფრო კარგად ჩანს დღეს განვითარებული მოვლენები ჩვენს ქვეყანაში, ის რაც 2008 წელს ჩვენი ქვეყნის დაუძინებელმა მტერმა, ვერ მოახერხა და ვერ შეძლო იმას მშვენივრად ახორციელებს დღეს ჩვენივე თანამემამულეების ხელით თელავს ჩვენი ქვეყნის დროშას ფეხით, თელავს და გვართმევს, ჩვენს შვილებს ართმევს თავისუფლებას და საღ აზრს.
მოდით, ერთად შევთახმდეთ, რომ არ უნდა დავბრუნდეთ ისევ იმ ბნელ წარსულში, როდესაც ჩვენივე ხელით მოგვიკლეს საქართველოს საამაყო პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, ხოლო ახლა სამიზნეში აქვთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც თავდაუზოგავი და დიდი ღვაწლი გაწია ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის, რომელმაც გაატარა უდიდესი რეფორმები ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის.
ფაქტობრივად, ჩვენი ქვეყანა გათანაბრებული იყო ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანასთან და გვაკლდა ძალიან პატარა ნაბიჯები ძალიან დიდი წარმატებებისთვის, ამიტომ ჩვენ ყველას გვინდა განვითარება, წინსვლა, პატიება შერიგება, ერთად ყოფნა, ერთად დგომა, ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის, წინსვლისთვის და მე მინდა მოვუწოდო ჩემს მეგობრებს, ჩემს ნათესავებს, ჩემს ახლობლებს და ყველას ჩემს თანამებრძოლებს, ვინც მე მიცნობს, ვისაც მე ვიცნობ, რომ დავდგეთ ყველა ერთად ისტორიის სწორ მხარეს და ვუზრუნველყოთ ჩვენი, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და თავისუფლება. გისურვებთ წარმატებას, გფარავდეთ ღმერთი.” – ამბობს თამაზ ელიზბარაშვილი.