ერთ თვეში სახელმწიფო საგარეო ვალი 230 მლნ დოლარით გაიზარდა

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი ისევ იზრდება. 2020 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალმა 6,991 მლრდ დოლარი, ანუ 22,602 მლრდ ლარი შეადგინა.

ეს კი 230 მლნ დოლარით მეტია წინა თვესთან შედარებით. სექტემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო საგარეო ვალი 6,761 მლრდ დოლარს შადგენდა.

აღსანიშნავია, რომ 6,991 მლრდ დოლარიდან, მთავრობის საგარეო ვალი შეადგენს 6,737 მლრდ დოლარს, ხოლო ეროვნული ბანკის ვალი – 254,095 მლნ დოლარს.

საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 909,480 მლნ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 1,073 მლრდ დოლარია, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი – 1,415 მლრდ დოლარს აჭარბებს.

რაც შეეხება სახელმწიფოს მევალე სხვა საფინანსო ინსტიტუტებს, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) – 76,324 მლნ დოლარი;
  • ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) – 1,052 მლნ დოლარი;
  • ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) – 167,765 მლნ დოლარი;
  • ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 703,704 მლნ დოლარი;
  • ევროგაერთიანება (EU) – 44,354 მლნ დოლარი;
  • სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) – 34,381 მლნ დოლარი;
  • საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) – 207,511 მლნ დოლარი;
  • სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) – 804 ათასი დოლარი.

რაც შეეხება ქვეყნებს, ორმხრივი კრედიტორი ქვეყნებიდან გერმანია ლიდერობს, რომლის მიმართაც საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 31 ოქტომბრის მდგომარეობით, 2,278 მლრდ ლარი იყო, მას მოსდევს საფრანგეთი – 1,791 მლრდ ლარით; მე-3 პოზიციაზე კი იაპონიაა – 703,817 მლნ ლარით. სხვა ქვეყნების მიმართ კი სახელმწიფო საგარეო ვალის სტატისტიკა ასეთია:

  • სომხეთი – 19,247 მლნ ლარი;
  • აზერბაიჯანი – 18,377 მლნ ლარი;
  • ავსტრია – 61,142 მლნ ლარი;
  • ჩინეთი – 2,900 მლნ ლარი;
  • ირანი – 13,919 მლნ ლარი;
  • ყაზახეთი – 32,293 მლნ ლარი;
  • კუვეიტი – 25,471 მლნ ლარი;
  • ნიდერლანდები – 1,581 მლნ ლარი;
  • რუსეთი – 139,440 მლნ ლარი;
  • თურქეთი – 35,426 მლნ ლარი;
  • თურქმენეთი – 682 ათასი ლარი;
  • უკრაინა – 223 ათასი ლარი;
  • ამერიკა – 52,751 მლნ ლარი;
  • უზბეკეთი – 244 ათასი ლარი.
bpn.ge
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share