აქ ვინც ვართ, რომ შევიჭრათ, სახელმწიფო გადატრიალება იქნებ ხო ქართუკლი ოცნების ინტერპრეტაციით? არადა, შემთხვევით ამ ადამიანებმა ხო არ გადაატრიალეს სახელმწიფო წაღმა და უკუღმა მრავალჯერ? – აცხადებს ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც ბათუმში იმყოფება.
“მთავარ არხის” პირდაპირ ეთერში საუბრისას მელია დღევანდელ მოვლენებს ეხმაურება, რა დროსაც დაპირისპირებისა და პოლიციის ძალის ფონზე, 2022 წლის ბიუჯეტი ვადაგასულმა საკრებულომ დაამტკიცა.
მელიას თქმით, იმ დროს, როცა ბათუმში ეს მოვლენები მიმდინარეობდა და ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო, სამართალდამცველებმა ის ქობულეთში, გზაზე 40 წუთი “გადამოწმების მიზნით” შეაყოვნეს.
მელიამ ნუგზარ ფუტკარაძის შემთხვევაც გაიხსენა, რომელის ზეწოლისა და შანტაჟის მსხვერპლი გახდა და შესაბამისი აუდიოჩანაწერიც გააკეთა.
“მოდაშია ამ რეჟიმთან ბრძოლა, პატივია ამ რეჟიმთან ბრძოლა” -ამბობს მელია და უმაღლესი საბჭოს შენობასთან განლაგებულ პოლიციელებს მიმართავს. ის ამბობს, რომ სამართალდამცველები უკანონო დავალებებს ასრულებენ.
ბრძოლა ყოველ დღე, ყველა ქალაქში გაგრძელდება და კულმინაცია იქნება იმ დროს, როდესაც საზოგადოება ჩათვლის საჭიროდ. ამ ყველაფრისთვის ჩვენ ვმუშაობთ, რომ მეთოდურად ჩამოვშალოთ რეჟიმი – ამბობს ნიკა მელია