როდიდან იგეგმება ტაქსებში, კატერებსა და ავტომობილებში მოწევის აკრძალვა/შეზღუდვა

თამბაქოს მოწევა აიკრძალება ავტომობილშიც, თუკი ავტომობილით არასრულწლოვანის გადაყვანა ხდება.ტაქსიში თამბაქოს მოწევა იკრძალება.

თამბაქოს მოწევის აკრძალვა ისეთ სატრანსპორტო საშუალებაზეც გავრცელდება, როგორიცაა კატერი. ამასთან დაკავშირებით “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე წარდგენილია.

ამ მიმართულებით შემოდის ადმინისტრაციული ჯარიმები. კერძოდ, წესდება ჯარიმა 200 ლარის ოდენობით ტაქსის და კატერის, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლის მიერ მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობისა და ასევე, ამ მოთხოვნის აღუკვეთელობისთვის.

ამასთან, წესდება 50 ლარიანი ჯარიმა მძღოლის მიერ თამბაქოს მოწევისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალებაში (ავტომობილში) ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით არასრულწლოვნის გადაყვანისას.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმების გაორმაგებას აღნიშნული ქმედებების მეორედ, მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენისთვის.

რაც შეეხება ცვლილებების ამოქმედების თარიღს, როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის ძირითადი ნაწილი ამოქმედდება 2022 წლის 1 იანვრიდან.

საკანონმდებლო პაკეტის ავტორები არიან ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და მისი პირველი მოადგილე ლადო კახაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share