“დროას” თავმჯდომარის, ელენე ხოშტარიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი მხნედ არის, ის სუსტად გამოიყურება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამამშვიდებელი არ არის – ამის შესახებ ხოშტარიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ განაცხადა.
“მე ექიმი არ ვარ და სამედიცინო შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ ის ნამდვილად არის სუსტად. მე მქონდა ამის ეჭვი, მე გავდივარ რეაბილიტაციის პროცესს, თუმცა მას ბევრად უფრო მძიმე პროცესი ჰქონდა, მათ შორის ის ღირსების შემლახველი ქცევა მის წინააღმდეგ, მისი უფლებების გათელვა ჯანმრთელობის სტრესთან დამატებით. მას ძალიან დიდი ზიანი მიადგა, ეს არის ფაქტი, მიუხედავად იმისა, რომ ის შინაგანად არის მხნედ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მისი ფიქრები არის როგორც წარსულზე ასევე მომავალზე, მე ვერ დავინახე ვერანაირი ბოღმა, აგრესია ვერავის მიმართ, ძალიან ნათელია, რომ ამ ადამიანს მიადგა სერიოზული ზიანი და მე ვერაფრით ვიტყოდი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამამშვიდებელია.
პირველ რიგში მინდა მივმართო იმ ხალხს, რომელსაც აქვს პრეტენზიები მიხეილ სააკაშვილის მიმართ, მე არ მგონია, რომ ადამიანს, რომელსაც აწუხებს ძალადობა, აწუხებს ადამიანის უფლებების დარღვევა, მე არ მგონია, რომ რომელიმე ბედნიერი იყოს იმ მდგომარეობით, თუ რა მდგომარეობაშიც ქვეყანა და ზოგადად ერთი ადამიანი შეიძლება ხელისუფლების შურისძიებამ ჩააგდოს”,- თქვა ელენე ხოშტარიამ.