შემზარავი ავარია გურჯაანში – 87 წლის ქალს მანქანა დაეჯახა, შემდეგ კი სხვა ავტომობილმა გადაუარა

შემზარავი ავარია გურჯაანში, სოფელ მუკუზიანის ცენტრალურ გზაზე – შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 87 წლის ქალი.

თვითმხილველების ინფორმაციით, 87 წლის ქალს გზის გადაკვეთისას ავტომანქანა დაეჯახა, რის შემდეგაც უკვე სხვა ავტომობილმა გადაუარა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იყვნენ მობილიზებული, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share