მიხეილ სააკაშვილის მუქარების არავის არ სჯერა – ასე პასუხობს “ქართული ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინიციატივას დიდ ეროვნულ შრიგებაზე.
მისი თქმით, სააკაშვილის მხრიდან შერიგებაზე საუბარი “ძალიან ირონიულია”:
“ძალიან ირონიულია, როცა ის ბოდიშსაც არ იხდის და არ ინანიებს. პოლარიზაციის დაწევა ჩვენი პოლიტიკის ნაწილია. ყველაფერი ამის საწინააღმდეგო, ვგულისხმობ პოლარიზაციის გაზრდას, არის ნაციონალური მოძრაობის სურვილი. შერიგება ვერ იქნება ცალმხრივი. ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, მაქსიმალურს აკეთებენ, რომ რადიკალიზაცია გაიზარდოს”- თქვა წილოსანმა.
რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავამ “ტვ პირველის” კითხვებს არ უპასუხა.
სააკაშვილმა ივანიშვილის პოლიტიკურ მემკვიდრეებს სამხედრო ჰოსპიტალიდან ახალი ულტიმატუმი გუშინ წაუყენა.
“ან იქნება დიდი სამოქალაქო შერიგება, ან გამძაფრებული ბრძოლა ქართული ოცნების წინააღდეგ, რომლის ფინალიც ოცნების დასასრული იქნება!”- ასეთია მიხეილ სააკაშვილის გზავნილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან.