ლანჩხუთის ბაზარი – 1897 წელი

ლანჩხუთის თემში ყველაზე საუკეთესო ადგილზე მდებარეობს ბაზარი, რომელიც შედგება 85 წვრილმანი საქონლით მოვაჭრე ფარდულისაგან, ამ ფარდულებისა და მაღაზიების გარდა აქ კიდევ არის 5 დასალევი დაწესებულება, 9 სამჭედლო, 3 საცხობი, 3 ვერცხლის ხელოსანი, 4 მეწაღე, 22 ჩექმის ხელოსანი, ერთი აფთიაქი, 5 საიარაღო, 4 ქვაბის, 6 უნაგირის და 3 სადურგლო სახელოსნო.
ბაზარში დიდი ხალხმრავლობაა პარასკევობით, როდესაც ამ თემის მცხოვრებთა გარდა, ბაზრისკენ მოიჩქარის სხვა ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობა და ბაზრის მოედანზე მოაქვთ თავიანთი სოფლის ნობათი. ლანჩხუთში ბაზრის მოედანს უკავია 900 კვადრატული საჟენი, მიუხედავად ამისა კარგ ამინდებში იმდენი ხალხია, რომ გავლა ძალიან ჭირს.
ბაზრისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ლანჩხუთის რკინიგზის სადგურს, რომელიც ბაზრიდან 150 საჟენითაა დაშორებული. გზა რომელიც ბაზრიდან რკინიგზის სადგურისაკენ მიდის შოსირებულია არაა, თუმცა აქაური ვაჭრების თქმით მალე მათივე ხარჯებით გზის შოსირებას აპირებენ და ქუჩას ფანრებითაც განათებენ.
რკინიგზის სადგურთან ბაზრის სიახლოვე შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივ ვაჭრებს სარფიანად გაყიდონ ხეტყე, სიმინდი და სხვადასხვა სოფლის მეუნეობის პროდუქტები, რომელიც გააქვთ ბათუმსა და სხვადასხვა ქალაქებში.
მომზადებულია (თარგმნილია რუსულიდან) ლანჩხუთის სასწავლებლის ზედამხედველის დ. კერესელიძის ნაშრომის მიხედვით 1897 წელი
ფოტო: ღია ბარათი კავკასიური ტიპები – გურულები და ურემი
შეიძლება იყოს 4 ადამიანი და ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „rypиaubl и ap6a cb cnлowHblmи Koлecamи. Gourienset yoiture avec d'une pièce KaBKa3cKe Tиubl. Types du Caucase.“-(ი)ს გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share