ჟურნალისტი, თამო კეშელავა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ ექსპერტიზის დასკვნას ეხმაურება და წერს:
“რა სამარცხვინოა გომელაურის უწყება, რომელმაც ლექსო ლაშქარავას ოჯახს შობა ექსპერტიზის დასკვნით “მიულოცა”.
ნუ ახლა გეჯაძე რომ დამოუკიდებელ ექსპერტად ავირჩიეთ, ეგ მეორე სამარცხვინო ამბავია. რა წამსაც გავიგე, რომ გეჯაძე იყო დამოუკიდებელი ექსპერტი, იმ წამსვე ეგ ვთქვი. სჯობდა, არ გვყოლოდა ამ საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი და მხოლოდ პრემიერს დაქვემდებარებულ სამხარაულს დაედო დასკვნა.
იკითხეთ, ხალხო, ზოგადად, როდესმე ამ გეჯაძეს გვამი გაუკვეთავს? ერთხელ მაინც…
იკითხეთ, ვინ ატარებს ექსპერტიზას მისი ბიუროდან? სახელი და გვარი თქვას.
მერე იკითხეთ, რატომ იძლევა კომენტარებს თავად, როცა უშუალოდ მას არ ჩაუტარებია ექსპერტიზა? კითხვებზე პასუხები გაგვცეს ექსპერტმა, ვინც მისი ბიუროდან ექსპერტიზას დაესწრო.
საერთოდაც, გადახედეთ მის საქმეებს და აუცილებლად იპოვით საქმეს, რომლის გამოც, შესაძლებელი გახდება მისი ლიცენზიის შეჩერება!
და ისე, შსს-ს ვიდეო და აუდიო მტკიცებულებების დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩატარდა???
UNESCO-მ უკვე შეიყვანა ლექსო ლაშქარავა მოკლული, ქუჩაში მოკლული ჟურნალისტების სიაში და ახლა გინდა წერეთ და გინდა იკითხეთ!
და ლექსო არ უცემია ვიღაცა ჯგუფს, სცემეს პრემიერის არაადეკვატური განცხადებების შემდეგ, დაგეგმილად, ორგანიზებულად შეგროვილმა ადამიანებმა და ორგანიზატორებმა მაგის შემდეგ იგივე ქვეყანაში პარტია შექმნეს, ტელევიზია დაარსეს და ამბობებ, საქართველოს სახელით რუსეთთან უნდა ვილაპარაკოთო – ხელისუფლება კი დუმილით მწვანეს უნთებს!
ასე რომ, ლექსო ლაშქარავას შეყვანა ამ სიაში ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე მისი მკვლელობის აღიარებაა!
შსს 14 ოქტომბერს ციხეში 2 პატიმარი რომ დაიწვა, იმ საქმეზეც მზადაა ექსპერტიზის დასკვნა?
ა, ის ორი პატიმარი ვერ მოხვდა ჯერ პარტნიორთა სიაში და “გკიდიათ”?
ყველაზე ცუდი ამ ამბავში ისაა, რომ დამოუკიდებელი ექსპერტების ნაკლებობაა ქვეყანაში, იმდენად, რომ იძულებულნი გახდით გეჯაძე ჩაგერთოთ საქმეში – ვიფიქროთ ამაზე!
კიდევ, ვიდეო-აუდიო დამოუკიდებელ ექსპერტიზას მხოლოდ ერთი ადამიანი რომ აკეთებს საქართველოში დღეს პროფესიონალურად, მაგაზეც იფიქრეთ”, – წერს კეშელავა.