“სააკაშვილს 6 წელი აქვს მისჯილი და ამ სასჯელის მოხდა მოუწევს, გარდა ამისა მის წინააღმდეგ რამდენიმე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, როგორ დამთავრდება ჯერ არვიცით. როცა სასჯელს მოიხდის თუ ბერად შედგომას გადაწყვეტს შეუძლია რომელ მონასტერშიც ენდომება, იქ წავიდეს. ყველა შემთხვევაში მახსენდება სულხან საბას იგავი “მელი მოძღვრად” და ეს ადამიანი მოძღვრად რამდენად გამოდგება ვერ გეტყვით. ლუდმილა დენისოვას ეტყობა დაავიწყდა, რომელი ქვვეყნის ომბუდსმენია და აშკარად სცდება დამცველის საერთაშორისო სტანდარტებს…ომბუდსმენი მხოლოდ თავის ქვეყანაში იცავს ყველა ადამიანის უფლებას მოქალაქეობის მიუხედავად. რაც შეეხება ომბუდსმენის განცხადებას იმის შესახებ, რომ სააკაშვილი ციხეში ყოფნას განიცდის, პასუხი მარტივია, როცა ადამიანი ვერ ეგუება ციხეში ყოფნას მან დანაშაული არ უნდა ჩაიდინოს თუ დანაშაულს ჩაიდენს მაშინ მსგავს სტრესებთან გამკლავებაც მოუწევს”.
აღნიშნულის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, სოზარ სუბარმა პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.