2021 წელს სამხრეთ კავკასიაში ყველაზე სწრაფი ტემპით საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა

მძიმე რეცესიული 2020 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკამ აღდგენა მოახერხა. საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს ქვეყნის ეკონომიკა 2020 წელთან შედარებით 10.6%-ით გაიზარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკამ რეცესიის შემდეგ აღდგენა მოახერხა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 6.8-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ეკონომიკურმა ზრდამ პანდემიამდელს 2019 წელს 3.1%-ით გადააჭარბა.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, 2021 წელს აზერბაიჯანის ეკონომიკა 5.6%-ით გაიზარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პანდემიმადელ 2019 წელთან შედარებით აზერბაიჯანის ეკონომიკა 1.1%-ით გაიზარდა და შესაბამისად, აღდგენა მოახერხა. რაც შეეხება ძირითად სექტორებს, ეკონომიკის 42,5% უშუალოდ მრეწველობაზე მოდის, 17.2% – ტურიზმზე, ხოლო 10.1% – ვაჭრობაზე.

გასული წელი ყველაზე წარუმატებელი სომხეთისთვის გამოდგა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით 2021 წელს სომხეთის ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათმა ეკონომიკამ აღდგენა ვერ მოახერხა. შეგახსენებთ, რომ 2020 წელს სომხეთის ეკონომიკა საშუალოდ 7.4%-ით შემცირდა. შესაბამისად, 2021 წელს ეკონომიკის კლებამ 2% შეადგინა. ამასთან, გასულ წელს ეკონომიკის ყველაზე დიდი მოცულობა მრეწველობაზე, ვაჭრობასა და მომსახურების სექტორზე მოდიოდა. ცხადია, სომხეთის ეკონომიკის ნელი ტემპით ზრდაში მნიშვნელოვანი წილი აზერბაიჯანთან ომმაც შეიტანა.

შესაბამისად, გამოდის, რომ გასულ წელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო პირველ ადგილზეა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share