”ფასების დაკლების ილუზიას ნუ შეიქმნით… ფასები მინიმუმ 10%-ით გაიზრდება” – ოთო აბესაძე

ეკონომიკის დოქტორი, ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში ფასების მინიმუმ 10%-იან ზრდას პროგნოზირებს.

“მეგობრებო, ფასების დაკლების ილუზიას ნუ შეიქმნით ‼️ ესე არ ხდება ეკონომიკაში.ქვეყანა რასაც მოიხმარს (სურსათი, ტანსაცმელი და ა.შ) 80% ზე მეტი არის იმპორტირებული.

ფასწარმოქმნა ხდება მწარმოებელ ქვეყანაში ადგილობრივ ვალუტაში თუმცა საერთაშორისო ვაჭრობა მიდის ძირითადად დოლარსა და ევროში.

იმპორტიორებმა ეს საქონელი შეიძინეს (გარკვეული რეზერვებით) ძველი კურსით (1 GEL=3.15 USD)

ვერ გააიაფებენ იმიტომ რომ უნდა ამოიღონ ის თანხა რაც გადახდილი აქვთ და შემოიტანონ ახალი რეზერვები ‼️

უფრო რომ გავამარტივოთ, თქვენ შემოგაქვთ პირობითად მობილური ტელეფონის დამტენები. ეს იყიდეთ ჩინეთში სადაც გადაიხადეთ პირობითად 1000 დოლარი (3.15 კურსით) ტრანსპორტირება + ლოჯისტიკა საშუალოდ 2 თვე. და დღეს რომ კურსი 2.9 ლარია დოლართან ანუ რას იზამთ იაფად გაყიდით? ქველმოქმედები ხართ?

მეტსაც გეტყვით. ჩვენთან დოლარი გაიაფდა საშუალოდ 10 თეთრით და ამის პარალელურად ტრანსპორტირება და საზღვარგარეთ პროდუქტი საშუალოდ გაძვირდა 20% – ით.

ფასები კი არ შემცირდება, არამედ მინიმუმ 10% ით გაიზრდება ‼️

თუ იგივე დარჩა ფასები და არ გაიზრდება ეს იქნება უდიდესი შედეგი და მაქსიმალური “გაწურვა” ინპორტიორებისგან”- წერს აბესაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share