დიდი ბრიტანეთის დედოფლის უფროსი ვაჟი, უელსის პრინცი ჩარლზი კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ ინფიცირების დადასტურებამდე 2 დღით ადრე მან და მისმა მეუღლემ დედოფალი ელიზაბეტი მოინახულეს.
გამოცემა სამეფო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 73 წლის პრინცს კორონავირუსის არანაირი სიმპტომი არ აქვს, თუმცა PCR-ტესტის პასუხი მაინც დადებითი აღმოჩნდა.
ცნობისთვის, პრინცს კორონავირუსი უკვე მეორედ დაუდასტურდა. პირველად ის 2020 წლის მარტში დაინფიცირდა.