უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება გამოეხმაურა რუსეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბელარუსში დასრულებული წვრთნების შემდეგ, სამხედროები უკრაინის საზღვრიდან დისლოკაციის ადგილს უბრუნდებიან და თქვა:
“რუსეთის ფედერაციიდან მუდმივად ისმის სხვადასხვა განცხადებები, ამიტომ ჩვენ უკვე გვაქვს წესი – არა მოვისმენთ და დავიჯერებთ, არამედ ვნახავთ და მერე დავიჯერებთ”
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, სამხედრო წვრთნების დასრულების მოახლოების პარალელურად სამხედრო ნაწილები მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დასაბრუნებლად ემზადებიან.