“ანტიკორუფციული მოძრაობა” აცხადებს, რომ მოიპოვეს დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც ნავთობის გადაზიდვის ბიზნესში, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის ინტერესები იკვეთება. მათი ცნობით, ქვეყანაში ამ კუთხით მონოპოლისტი ღარიბაშვილის მეგობრის კომპანიაა.
საკითხზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით ორგანიზაცია დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართავს.
“პრემიერი ირაკლი ღარბაშვლის განსაკუთრებული ლტოლვა ფუფუნებისა და კორუფციის მიმართ ცნობილია. დავასახელებთ კონკრეტულ პირებს, მის მეგობრებს, რომლებიც ქვეყანაში მისი ძალაუფლების დახმარებით ახორციელებენ ნავთობის ტრანსპორტირებას. მონოპოლისტია ფაქტიურად ბაზრზე და ეს მონოპოლიური მდგომარეობა მან მოიპოვა ირაკლი ღიარიბაშვილის დახმარებით. ჩვენ ამაზე გვაქვს გონივრული ეჭვი და ამის თაობაზე ვითხოვთ დაიწყოს გამოძიება”, – თქვა “ანტიკორუფციული მოძრაობის” წევრმა, ლაშა ფარულავამ.
უცნობია, ექნება თუ არა საკითხზე რეაგირება სახელმწიფო უწყებას.