მოსალოდნელი ესკალაციის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი, რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო კომუნიკაციას ცდილობს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „მეტრონომი“ უკრაინულ მედიაზე დაყრდობით ავრცელებს.
როგორც მედია იუწყება, კრემლში ვლადიმერ ზელენსკის თხოვნას უარით უპასუხეს.
“უკრაინამ, როგორც პასუხისმგებელმა ქვეყანამ, მოსალოდნელი ესკალაციის ფონზე რუსეთის ფედერაციას და ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციას სატელეფონო კომუნიკაციის თხოვნით მიმართა”, – აცხადებს ზელენსკი.
მისივე თქმით, უკრაინა პასუხის გარეშე არ დარჩება.
ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკში მდებარე სოფელი დაბომბეს, რის შედეგადაც ორი სამოქალაქო პირი დაშავდა.
“ბიბისი” იუწყება, რომ რუსეთ-უკრაინას შორის ზავი დაირღვა და ამაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.