უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი წერს, რომ რუსული საოკუპაციო ძალები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობენ.
პრეზიდენტის თქმით, მათ ამის შესახებ შვედეთის პრემიერთან კომუნიკაცია უკვე ჰქონდათ.
“რუსული საოკუპაციო ძალები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობენ. ჩვენი სამხედროები სიცოცხლეს სწირავენ, რომ 1986 წლის ტრაგედია აღარ განმეორდეს. ამის შესახებ შევატყობინეთ შვედეთის პრემიერ მინისტრს. ეს არის ომის გამოცხადება მთელი ევროპის წინააღმდეგ”,- წერს ზელენსკი