ბელორუსის ტერიტორიიდან ოკუპანტების ჯარები ჩერნობილის ზონაში შევიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკომ Facebook-ზე ავრცელებს.
“ეროვნული გვარდია, რომელიც იცავს რადიოაქტიური ნარჩენების საცავს, წინააღმდეგობას უწევს. თუ საარტილერიო დარტყმები გაანადგურებს ბირთვულ საცავს, რადიოაქტიურმა მტვერმა შეიძლება დაფაროს უკრაინის, ბელარუსის და ევროკავშირის ტერიტორია”, – წერს გერაშენკო.