რუსეთი ზღუდავს ფეისბუქზე წვდომას უკრაინაში ომის შედეგების გამო– independent-ის ინფორმაციით, ჯერჯერობით გაურკვეველია, რას მოიცავს რეალურად ეს შეზღუდვა.
ქვეყნის კომუნიკაციების მარეგულირებელმა (როსკომნადზორმა), როგორც ჩანს, შემოიღო შეზღუდვები კომპანია Meta-ს მიერ განხორციელებული ცვლილებების საპასუხოდ.
მეტამ თქვა, რომ დეზინფორმაციის გავრცელების შეზღუდვის მიზნით, მკაცრად შეამოწმებს რუსული მედიასაშუალებების ანგარიშებს, რაშიც რუსეთის ხელისუფლებამ “ცენზურა” დაინახა და Facebook-ი რუსეთის მოქალაქეების უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა.