წინააღმდეგობის 55 საათი, 3 ათასზე მეტი განადგურებული რუსი ოკუპანტი და 200 ტყვე – ბოლო საათების მონაცემების უკრაინის თავდაცვის მინისტრი აქვეყნებს.
ოლექსეი რეზნიკოვის ინფორმაციით, 3000-ს გადააჭარბა გარდაცვლილი რუსი სამხედროების რიცხვმა, განადგურდა ასობით მათი ჯავშანმანქანა, ასზე მეტი რუსული ტანკი, ჩამოგდებულა 7 ვერტმფრენი, ხოლო უკრაინის არმიის ტყვეობაშია 200-ზე მეტი ოკუპანტი.
მისივე ინფორმაციით, ორ დღეში რუსებმა მოკლეს ორასამდე მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის სამი ბავშვი. დაშავდა კიდევ 33 ბავშვი.
რეზნიკოვი წერს, რომ მტერი ცდილობს შეცვალოს ტაქტიკა და მოსალოდნელია საცხოვრებელ უბნების, საავადმყოფოებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების დაბომბვა