“ცოტაც მოითმინეთ. წინააღმდეგობას, რომელსაც თქვენ გამოხატავთ, მთელი მსოფლიო ხედავს და თქვენ შთაგვაგონებთ, რომ წინ ვიაროთ ყველა ფრონტზე.
ახლახან მივიღე მესიჯი კოლეგისგან, ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყნის მინისტრისგან. გასულ კვირას ეს ქვეყანა სკეპტიკურად იყო განწყობილი, ძალიან ძვირფასი ურთიერთობა აქვს რუსეთთან, ახლა კი ჩვენგან მოითხოვს ყველაფერს. ამ შეტყობინებასთან ერთად, მან მაცნობა ახალი, კონკრეტული დახმარების შესახებ, რომელსაც მისი ქვეყანა გვაწვდის.
უკრაინა შთამაგონებელია. უკრაინა აიძულებს, მიატოვონ ძველი პოლიტიკა და შექმნან ახალი. ყველაფერი, რასაც უკრაინა რუსეთზე ამბობდა, აღმოჩნდა, რომ არის სიმართლე. უკრაინა არის ძლიერი და არ არის გატეხილი, მიუხედავად იმისა, რომ აგრესიის პირველ დღეს, ბევრი ფიქრობდა, რომ სულ რამდენიმე საათი დაგვრჩა საარსებოდ.
სწორედაც, ახლა, ომის ცეცხლიდან ძლიერი უკრაინა იბადება. ჩვენ ფეხზე ვდგავართ. ეს იქნება რთული, ხანდახან ძალიან რთული. მაგრამ, პუტინი ვერ გაგვტეხავს. ჩვენ მოვიგებთ”.
– წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.