დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის მთავრობა აქტიურ მხარდაჭერას არ უწევს ბრიტანელ მოხალისეებს, რომლებსაც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა სურთ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა მხარს უჭერს მოხალისეებს მათ ძალისხმევაში უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას შეუერთდნენ, ბორის ჯონსონმა უპასუხა:
ამის შესახებ ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, რადგან თქვენ არ ხართ მართალი, როდესაც საბრძოლველად მიმავალი მოხალისეების მხარდაჭერაზე საუბრობთ. დიდი ბრიტანეთი არ აკეთებს ასეთ რამეს აქტიურად. რა თქმა უნდა, მესმის იმ ადამიანების გრძნობები, რომლებიც ემოციურად არიან ჩართულნი ამ კონფლიქტში, მაგრამ ჩვენ გვაქვს კანონები საერთაშორისო კონფლიქტების შესახებ და თუ როგორ უნდა წარიმართოს ის.
რეზონანსი