დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებულმა შეზღუდვებმა შედეგი გამოიღო და ორი კვირის თავზე ინფექციის ზრდა არ შეინიშნება.
როგორც იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მიუხედავად ტესტირების გაფართოებისა, ინფიცირების მაჩვენებელი არ იზრდება, რაც ნიშნავს, რომ ვირუსი შეკავებულია.
ამასთან, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ინფიცირებულთა დიდ რაოდენობას სისტემამ გაუძლო.
„შეზღუდვების დაწესებიდან ორი კვირის თავზე ვნახეთ, რომ ინფექციის ზრდა აღარ გვაქვს, მიუხედავად ტესტირების ორჯერ გაფართოებისა. ამანვე გვაჩვენა, რომ მაშინ, როდესაც მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ გავრცელების მხრივ, ჩვენმა სისტემამ გაუძლო ამას, მაგრამ მეტს ვერ გაუძლებდა. სწორედ ამის გამო, რომ პროგნოზი გაცილებით უარესი იყო, დაწესდა შეზღუდვები და ჯერჯერობით სტაბილიზაცია არის. ვირუსი შეკავებულია. შეზღუდვებიდან ორი კვირის თავზე მატება არ გვაქვს. ეს არის მთავარი შედეგი“, – განაცხადა იმნაძემ.
მსგავსი სტატიები
- 64
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
- 61
19 ნოემბერს რუმინეთის ქალაქ კლუჟში საქართველოს ჩემპიონ ქალთა საფეხბურთო გუნდი "ლანჩხუთი" რუმინეთის ჩემპიონ "კლუჟს" დაუპირისპირდა და ხატია ჭყონიას გატანილმა გოლმა გუნდს დიდი გამარჯვება მოუტანა. მანამდე ჩვენებმა ყაზახეთის ძლიერი გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და იქაც ორივე გოლის ავტორი ხატია ჭყონია იყო. როგორც მწვრთნელი ამბობს, რუმინეთის გუნდთან ბრძოლა არ იყო ადვილი, მაგრამ გოგონებმა ეს…
- 50
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, მიუხედავად იმისა, ბოლო ორი კვირის მონაცემებით, საქართველო კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით მსოფლიოში 100 ათას მოსახლეზე პირველ ადგილზეა, ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ ამას გაუძლო. "კი ხარვეზებით, მაგრამ ფაქტია, სისტემამ გაუძლო. მეტს ვერ გაუძლებდა, ამისი პროგნოზი რახან იყო, დაწესდა შეზღდვები და ჯერჯერობით ჩანს, რომ შედეგი…
- 50
ირმა გორდელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში ცხოვრობს. ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ყოველთვის აქტიური იყო და საკუთარი სოფლის ყველა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში იღებდა მონაწილეობას. ბუნებისდამცველი აქტივისტი მას შემდეგ გახდა, რაც მის სოფელში, მდინარე აჭის ხეობაში, ინერტული მასალის მოსაპოვებლად ერთ-ერთი კომპანია შევიდა და მდინარის კალაპოტს ტრაქტორები მიადგნენ. ირმა იყო ყველგან, დაიწყო…