ლარი გაუფასურებას სწრაფი ტემპებით განაგრძობს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2744 ლარს შეადგენს, 1 ევროს ღირებულება კი 3.6035 ლარია – ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები 8 მარტის ჩათვლით შენარჩუნდება.

შეგახსენებთ, დოლარის კურსი, რომელიც 4 მარტის ჩათვლით მოქმედებდა – 3.2419 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0325 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4 მარტის ჩათვლით – 3.5975 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0060 ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკი, ეროვნული ვალუტის განახლებულ კურსს 7 მარტს გამოაქვეყნებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share