“ეს არის შესაძლებლობა ჩვენი კომპანიებისთვის” – აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი ომის დროს ოკუპანტ რუსეთთან რძით და ყველით ვაჭრობაზე
მოდით ეს განცხადება რეალობაში რას ნიშნავს განვმარტოთ – ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე: თითოეული რუსეთისთვის გადახდილი თეთრი არის ფულის გადახდა დიქტატორისთვის,რომელიც ბავშვებს ხოცავს რა შესაძლებლობაზე გვესაუბრება ეს რუსეთის მონა მინისტრები იაზრებთ? რუსეთთან ბიზნესი უნდა ვაკეთოთო ანუ უნდა დავაფინანსოთ მკვლელები,რომლებიც წავლენ და ჩვენი ფულით უდანაშაულო ქალებს,ბავშვებს დახოცავენ დახოცილი უკრაინელების ხარჯზე გინდათ ბიზნესის კეთება
ეს არ არის ქართველი ხალხის არჩევანი ირაკლი ღარიბაშვილი არ გამოხატავს ქართველი ხალხის აზრსსანამ “ქართული ოცნება” არის ხელისუფლებაში, ვერც ” მე ვარ ეროვნებით ქართველი…” – ეს კამპანია ვერ გამოიღებს შედეგს, რუს “დევნილებს” კი არა პუტინსაც შეიფარებს ეს “ხელისუფლება ” . ამიტომ, ღარიბაშვილი უნდა წავიდეს,ეს მკვლელები უნდა მოშორდნენ,სხვა გამოსავალი უბრალოდ არ გვაქვს
ქართველი ხალხის აზრი რუსთაველზე გამოიხატა არა ერთხელ, მაგრამ ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომელთა წყალობით სირია,ბელარუსთან ერთად – საქართველო პუტინის მეგობრულ ქვეყნებში მოხვდასირცხვილია მე გაცილებით დიდი წარმოდგენა მაქვს ქართველ ხალხზე და ეს უნდა გავაგებინოთ ამ რუსეთის მონებს
მაგრამ აი საქართველოს მთავრობაში ვინც ხართ ახლა,ვინც მხარს უჭერთ,ან უბრალოდ ვისაც ასეთ დროს ჩუმად ყოფნა შეგიძლიათ- სად დაიბადეთ ? სად გაიზარდეთ ? საქართველოს ისტორია არ წაგიკითხავთ? თქვენს წინაპრებზე არაფერი გსმენიათ? რას გასწავლიდნენ სადაც გისწავლიათ ან თუ გისწავლიათ საერთოდ? ვაჟკაცობაზე და ღირსებაზე საერთოდ არაფერი გსმენიათ? რუსეთის მონები ხართ, ოფიციალურად რუსეთის გუბერნიად გამოცხადდით და საერთოდ არ გაწუხებთ ეს?
უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს,მსოფლიოს ნომერ პირველი ბოროტებაც დამარცხდება,მაგრამ აი თქვენ სად მიდიხართ მერე
Слава Україні ” – წერს სოციალურ ქსელში ოზურგეთის საკრებულოს წევრი ენმ-დან, თათია ნიკოლაშვილი.