უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს წერილი გაუგზავნა.
წერილში მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაჟღერებული მიმართვაა – “როგორ მოხდა, გენაცვალე, რომ რუსეთის მიერ თქვენს მოძმე ერთან, უკრაინასთან ომის დაწყების ფონზე, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის დაწყება გადაწყვიტეთ?!”
სტეფანჩუკი ამ ფორმით რუსეთის მიერ 15 ქართული რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიისთვის ბაზარზე შესვლის შეთავაზებას გამოეხმაურა.
“ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ქუჩაში გამოსული ქართველი ხალხი მხარს უკრაინას უჭერს და არა თქვენს ბუნდოვან შეთანხმებას. ნუთუ დაგავიწყდათ დიდი შოთა რუსთაველის სიტყვა, რომ მტრებს შორის ყველაზე დიდი მტერი ის არის, ვინც თავს მეგობრად გაჩვენებს.
ყველამ ზუსტად ვიცით, საქართველო მხოლოდ მთავრობა არ არის, ეს თავად ამაყი, უშიშარი და კაცთმოყვარე ქართველი ერია, რომელიც არასოდეს გაჩუმდება, როდესაც მისი ძმა გასაჭირშია.
თქვენც არ უნდა გაჩუმდეთ ძვირფასო პარლამენტარებო, რადგან თქვენც ქართველი ერის ნაწილი ხართ!”, – წერს სტეფანჩუკი.
ცნობისთვის, მოგვიანებით საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ კომპანიებმა რუსულ ბაზარზე შესასვლელად რუსეთს 2020 წელს მიმართეს, თუმცა პასუხი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მიიღე