უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ბელარუსის ტერიტორიებზე იერიში მიიტანეს.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საუბარია უკრაინა-ბელარუსის საზღვართან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე. მათ ვიდეოც გამოაქვეყნეს.
“მტერი თავს დაესხა ბელარუსის ტერიტორიას, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. მოიერიშე СУ ჯერ ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის ტერიტორიაზე გადმოფრინდა, დაბომბა ჩვენი ტერიტორიები, რის შემდეგაც იერიში მიიტანეს ბელარუსის ტერიტორიაზეც. ორი თვითმფრინავის გადმოსვლა უკრაინის ტერიტორიაზე მეზობელი ქვეყნის ტერიტორიიდან მესაზღვრეებმა დააფიქსირეს”, – წერია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი აცხადებდა, რომ რუსეთი პროვოკაციას ამზადებს, რათა ომში ბელარუსიც ჩაითრიოს. მისივე თქმით, რუსული ავიაცია გეგმავს იერიშის მიტანას ბელარუსის ტერიტორიაზე, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს არის და ამას განგებ უკრაინის ტერიტორიიდან შეასრულებს.