EBRD-მა თბილისის მეტროსთვის რუსულ კომპანიასთან 49,2-მილიონიანი ევროს კონტრაქტის გაფორმება შეაჩერა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) რუსულ კომპანიას 49 მილიონი ევროს ღირებულების ტენდერზე ხელშეკრულების გაფორმების პროცესი შეუჩერა – ინფორმაციას BMG ავრცელებს.

გასული წლის ბოლოს EBRD-ის ტენდერში, რომელიც თბილისის მეტროსთვის 44 ვაგონის შესყიდვას ითვალისწინებდა, რუსულმა კომპანია Метровагонмаш-მა გაიმარჯვა. ხელშეკრულების მოცულობა 49.2 მილიონი ევრო (175 მილიონი ლარი) იყო.

გამოცემის ცნობით, თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ ხელშეკრულების გაფორმების პროცესი EBRD-მ შეაჩერა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share