უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ მან ზარი განახორციელა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მელანი ჯოლისთან, რათა უკრაინის წინააღმდეგ, ,,რუსული აგრესიის შეჩერების გზები” განეხილა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ,,ტვიტერში” კულებამ აღნიშნა, რომ ის და ჯოლი შეთანხმდნენ, რომ რუსეთზე სანქციების ზეწოლა გაიზრდება.
,,კანადა მხარს უჭერს უკრაინას, ყველა ფრონტზე”, – განაცხადა კულებამ.