“ჩვენ უნდა შევაჩეროთ პუტინი ყველანაირ ფასად…ის არის რეალური საფრთხე, რომლის წინაშეც მსოფლიო დგას”-ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ჩვენ უნდა შევაჩეროთ პუტინი ყველანაირ ფასად. ის არის რეალური საფრთხე, რომლის წინაშეც მსოფლიო დგას, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა BBC Breakfast-სთან საუბრისას განაცხადა.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა „აბსოლუტურად სწორი” უწოდა მისი ქვეყნის მიერ რუსული ნავთობისა და გაზის ალტერნატიული წყაროების ძიებას. ეს განცხადება მან პრემიერ ბორის ჯონსონის სპარსეთის ყურის ქვეყნებში ვიზიტის პარალელურად გააკეთა, სადაც ის არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საუდის არაბეთის ლიდერებთან მოლაპარაკებებს მართავს სპარსეთის ყურიდან მეტი ნავთობის ნაკადების უზრუნველსაყოფად.

ლიზ ტრასმა იქვე დასძინა, რომ ვლადიმერ პუტინმა „ნამსხვრევებად აქცია ევროპული უსაფრთხოება“ და გამოიყენა „საშინელი იარაღი და საშინელი ძალა“ უკრაინაში შეჭრისას.

„ერთ-ერთი გზა, რითაც პუტინი აფინანსებს თავის ომის მანქანას, არის ნავთობისა და გაზის შემოსავლები. რა თქმა უნდა, მე არ ვამბობ, რომ ჩვენ ვეთანხმებით საუდის არაბეთის ან არაბეთის გაერთიანებული საამიროების თითოეულ პოლიტიკას, მაგრამ ისინი საფრთხეს არ უქმნიან გლობალურ უსაფრთხოებას, როგორც ამას ვლადიმერ პუტინი აკეთებს“, – აღნიშნა ტრასმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share