ელენა შულიაკი პრეზიდენტ ზელენსკის პარტია ,,Слуга народу” ( ხალხის მსახური) თავმჯდომარე: ,,უკრაინას არა მხოლოდ მტკიცედ უჭირავს პოზიციები, უკრაინა იმარჯვებს! ჩვენი გამძლეობა დიდწილად განაპირობა 2008 წელს საქართველოს ფასდაუდებელმა გამოცდილებამ და მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ურყევმა პოზიციამ. ჩვენ გვქონდა თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა შეინარჩუნო გამძლეობა გაცილებით ძლიერი მტრის წინაშე, ჩაატარო ქვეყანაში უპრეცედენტო რეფორმები და გახადო იგი სამაგალითო. ჩვენს გუნდს ახლა ძალიან სჭირდება მიხეილ სააკაშვილის ფასდაუდებელი გამოცდილება. მისი კიევში ყოფნა დააჩქარებდა ჩვენს გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, მას ეს ძალიან უნდა, ისევე როგორც მილიონობით ქართველს, რომლებიც ნადვილად უჭერენ მხარს უკრაინას. მჯერა, მალე მოგვეცემა შესაძლებლობა დავდგეთ გვერდიგვერდ და არა მხოლოდ კიევი დავიცვათ, არამედ დავიწყოთ რუსული გავლენისაგან სამუდამოდ გათავისუფლებული უკრაინის განვითარება. დღეს მე მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის ქართველ ხალხს. უკრაინელები გრძნობენ რომ ქართველები ჩვენი ძმები არიან, რომლებიც გულწრფელად გვიჭერენ მხარს, მიუხედავად ცალკეული ინდივიდების ქმედებებისა.
დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!”