“სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობას ამ დრომდე უცნაური პოზიცია აქვს, იმიტომ, რომ ერთი მხრივ ამბობენ, რომ უკრაინისთვის ლოცულობენ, მეორე მხრივ კი რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს აფართოვებენ და ცდილობენ, უკრაინის საკითხს ყველგან თავი აარიდონ. ასე გაგრძელება არ შეიძლება. ევროკავშირმა უკვე თქვა, რომ უკრაინისა და საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე შეტანილ განაცხადს, ერთად არ განიხილავს. ეს ჯერჯერობით პირველი შედეგია. დღეს მთელ მსოფლიოს უნდა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვას მოუსმინოს, თუ საქართველოს მთავრობას არ უნდა, მოუსმინოს უკრაინის ლიდერს, რომელიც სხვათა შორის, როგორც საკუთარ, ასევე საქართველოს მტერს ებრძვის, რომელსაც თქვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული, უცნაურია. აქ გადაწყვეტილება ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს.
დიდი მადლობა ქართველ ერს, ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას. იდექით უკრაინელი ერის გვერდით, გაგვიწიეთ ჰუმანიტარული დახმარება, ასევე, მოხალისეებს შეუძლიათ, ჩვენს მხარდამხარ იბრძოლონ.
რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, ვფიქრობ, ორიენტაცია აერია და კარგად და ვერ იგებს, ქვეყანა რა მიმართულებით მიჰყავს. ჩემი გადასაწყვეტი არ არის ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში, თუმცა ის, რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს, საქართველოს ინტერესებში არ შედის, უკრაინაზე ხომ საუბარი ზედმეტია”, – ასე გამოეხმაურა რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო “ქართული ოცნების” უარს პარლამენტში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოსმენაზე.