კულება: მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს, მოახდინოს Z სიმბოლოს კრიმინალიზება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ყველა ქვეყანას მოუწოდებს, მოახდინოს Z სიმბოლოს კრიმინალიზება.

“მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს, მოახდინოს Z სიმბოლოს, როგორც რუსეთის ომის და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის მხარდაჭერის კრიმინალიზება. Z ნიშნავს რუსეთის ომის დანაშაულებს, ჩვენს დაბომბილ ქალაქებს, ათასობით მოკლულ უკრაინელებს. ბარბაროსობის ღია მხარდაჭერა აკრძალული უნდა იყოს“. – წერს დმიტრო კულება ტვიტერზე.

 

 

უცნობია, კონკრეტულად რატომ დაიწყო რუსულმა ჯარმა Z-ის გამოყენება, თუმცა, ისინი მას თავიანთ ტექნიკაზე გამოსახავდნენ. მალევე ეს სიმბოლო რუსეთის უკრაინაში შეჭრის სიმბოლოდ იქცა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share