ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი ადამიანების რომელიმე პარტიის მომხრეებად დაყოფას და სიძულვილის ენის გამოყენებას, მიუღებლად მიიჩნევს.
“ესე იგი, თუ ნაციონალური მოძრაობის მომხრეებისთვის მისაღები პოზიცია გაქვს, მათიანი ხარ. მომხრეებს მოსწონთ შენი აზრი, ბიძანს უძვრები.
ჰო, კარგი, ეს რუსეთუმეობა მოდიდან გადავიდა. აღარ ჭრის.
ამასობაში, გვავიწყდება, რომ არსებობს შენთვის მიუღებელი აზრიც, რომელიც სულაც არ ნიშნავს რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმხრობას და შეიძლება, სულაც ზეპარტიული იყოს.
და, რა, მერე? რომც იყო რომელმეს მომხრე, როგორ შეიძლება ამის გამო ადამინების ლანძღვა და იარლიყების მიკერება?
სწორედ ამის გამო დღეს უკვე 4 ადამიანი დავბლოკე, რომ არ აფრქვიონ შდურაცხყოფა და სიძულვილის ენა”, – წერს ჩანადირი.