“ქართული ოცნება” კრემლის დაკვეთას ასრულებს – ევროპელი პოლიტიკოსების ეს ღია გზავნილი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას ეხება. ევროპარლამენტარის ამ განაცხადებამ თბილისში, მმართველი პარტიის ლიდერების უკიდურესი გაოგნება გამოიწვია.
“ქართულ ოცნებაში” თავის გასამართლებლად სრულიად დაუჯერებელი შეთქმულების თეორიების შეთხზვაც კი დაიწყეს და გაირკვა, რომ სწორედ ამავე რიტორიკას იყენებს ივანიშვილის პოლიტიკური კლანი დასავლელ მოკავშირეებთან მოლაპარაკებებში.
ოპოზიციის ლიდერებს აქვთ ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტარებთან ყოველ შეხვედრაზე “ქართული ოცნება” ამტკიცებს, რომ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ომის გასაჩაღებლად ჩამოვიდა.