ბოლო 24 საათის განმავლობაში, გურიაში კორონავირუსის– 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა -5 აპრილის კოვიდსტატისტიკა

COVID-19-ით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 24 540 ტესტი და დადასტურდა 578 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 389 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 2.36%, ბოლო 14 დღის მანძილზე –  2.61%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.11%.

ინფიცირების 578 ახალი შემთხვევიდან თბილისში 219 გამოვლინდა, აჭარაში – 12, იმერეთში – 80, ქვემო ქართლში – 39, შიდა ქართლში – 28, გურიაში – 31, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 54, კახეთში – 53, მცხეთა-მთიანეთში – 23, სამცხე-ჯავახეთში – 17, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 22.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 4 189, საიდანაც 482 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, ხოლო 3 707 – ბინაზე. რეანიმაციულ განყოფილებაში 121 პირი იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 650 008 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 629 032 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 761.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share