ქობულეთის ვიცე-მერმა სამორინეში 28 ათას დოლარიანი მანქანა მოიგო. ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით ადგილობრივი გამოცემა TV25.GE ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ დავით ვერულიძე ფაქტს ადასტურებს, თუმცა მათ არწმუნებს, რომ პრიზი მამისაა. ცნობილი ხდება, რომ საჯარო მოხელემ ძვირადღირებული ავტომობილის მოგება ქონებრივ დეკლარაციაშიც ასახა.
“თუ გინდა დამაბრალე, რომ მანქანა მე მოვიგე, არც ესაა პრობლემა. კანონი არ დამირღვევია, ამის უფლება გვქონდა. ოჯახმა მოიგო ავტომობილი, კონკრეტულად მამაზეა საუბარი. მანქანა უკვე გავყიდეთ, რაც დეკლარაციაში ასახულია. თუ ზუსტად მახსოვს და არ ვცდები გეტყვით, რომ 40 ლარიანი ბილეთი გვქონდა,” – უთხრა ქობულეთის მერის მოადგილემ TV25.GE-ს.