რუსი სამხედროების დანაშაულები უკრაინაში სხვადასხვა ხასიათის არის, მათ შორის ხშირია მოროდიორობის ფაქტები. ამჯერად, ახალი კადრები ვრცელდება, რომელიც ირპენში რუსეთის ჯარის ყოფნის დროს არის გადაღებული. კადრებში ჩანს, როგორ ძარცვავენ სახლებს და იპარავენ საყოფაცხოვრებო ნივთებს და ძვირფასეულობას.
უკრაინის ძალოვანი უწყებების განცხადებით, დაწყებულია მოროდიორების ამოცნობის პროცედურები. უკვე გასაჯაროვდა 16 რუსი სამხედროს პირადი მონაცემები, რომლებმაც რუსეთში ტვირთი გააგზავნეს, ფაქტი ბელარუსის ტერიტორიაზე საფოსტო ოფისის სათვალთვალო კამერამ გაასაჯაროვა. 3 საათში, ბუჩადან გამოსულმა სამხედროებმა, ოჯახებში 2 ტონა ამანათი გააგზავნეს.