“რუსეთმა გამოაცხადა დეფოლტი საგარეო ვალებზე! ანუ ვალებს ვეღარ იხდის!” – ნიკო მიქაია

სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მიქაია, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს აქტიურად აშუქებს, რუსეთის დეფოლტზე წერს:

“ოპააა!
მოკლედ CNN, თეთრი სახლი და საფინანსო სარეიტინგო კომპანია Standart & poor’s იუწყებიან, რომ რუსეთმა გამოაცხადა დეფოლტი საგარეო ვალებზე!

ანუ ვალებს ვეღარ იხდის!

თეთრი სახლის წარმომადგენელი ჯონ კუპერიც ადასტურებს ამ ფაქტს”, – წერს მიქაია.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო აგრესიას ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მილიონობით ადამიანი კი დევნილად და ლტოლვილად იქცა. რაშისტები არ ინდობენ ქალებს და ბავშვებს, მათ აუპატიურებენ, აწამებენ და ხვრეტენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share