როგორც შემოქმედის ეპარქიიდან “გურიის მოამბეს” აცნობეს, შემოქმედელი მიტროპოლიტის, მეუფე იოსების გადაწყვეტილებით, სასულიერო პირ მამა ვახტანგ თოხაძეს მღვდელმსახურება შეუჩერდა.
მღვდელმსახურების შეჩერების მიზეზი სავარაუდოდ, აღნიშნული სასულიერო პირის მიერ უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებული განცხადებები გახდა.
როგორც ეპარქიის პრესსპიკერმა, მამა ბასილ გოგოტიშვილმა ჩვენ გვაცნობა, მეუფის გადაწყვეტილებით, მღვდელმსახურეობა დროებით შეუჩერდა მამა ვახტანგ თოხაძეს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში შემოქმედის ეპარქიის კრებაზე მიიღებენ.
სასულიერო პირთა კრება შემოქმედის ეპარქიაში უახლოეს დღეებში გაიმართება.