ხვალ, 14 აპრილს, 14 საათზე, ოზურგეთის ჭადრების ბაღში ალტ-ინფოს წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება

ხვალ, 14 აპრილს, 14 საათზე, ოზურგეთის ჭადრების ბაღში გაიმართება საპროტესტო აქცია “ალტინფოს” წინააღმდეგ.
აქციის ორგანიზატორია სამოქალაქო მოძრაობა “თავისუფლებისთვის”.
 “ოზურგეთში 2022 წლის 12 აპრილს მალულად გაიხსნა ე. წ. კონსერვატიული მოძრაობის (ალტ-ინფოს) ოფისი! სამოქალაქო მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ არ დაუშვებს რუსული პროპაგანდის გამავრცელებელი, ანტისახელმწიფოებრივი და საქართველოს სუვერენიტეტისთვის საფრთხისშემცველი პარტიის ოფისის ფუნქციონირებას. სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი წყდება დღეს ჩვენს ქვეყანაში და საოკუპაციო ხაზი გადის ყველგან, სადაც ეს ოფისები გაიხსნა ან გაიხსნება! მოგმართავთ თხოვნით და მოგიწოდებთ ყველას: შ ე მ ო გ ვ ი ე რ თ დ ი თ ხვალ 2 საათზე ჭადრების ბაღში, საიდანაც მსვლელობით გადავინაცვლებთ ალტ-ინფოს ოფისთან!!!!!!!!! ხვალიდან ვიწყებთ უწყვეტ პროტესტს!!!! “ – ნათქვამია სამოქალაქო მოძრაობა “თავისუფლებისთვის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share