რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტი, მარგარიტა სიმონიანი „ტელეგრამზე“ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერის, „მოსკვას“ ჩაძირვას ეხმაურება. ნაცვლად იმისა, რომ სიმონიანს ეკიპაჟის გარდაცვლილი წევრებისთვის მიესამძიმრებინა, ის სოციალურ ქსელში ირონიულ ტექსტს აქვეყნებს.
„კრეისერი ,,მოსკვა” ჩემზე მხოლოდ ერთი წლით დიდი იყო“ – წერს მარგარიტა სიმონიანი. მის ამ კომენტარს უამრავი ადამიანის კომენტარი ახლავს.
„მხოლოდ 500 კაცი იყო ეკიპაჟზე, ეს ვერსია აღარ მოგწონთ და ახალი შოუ დადგით?“ – წერენ სიმონიანს კომენტარებში.
შეგახსენებთ, რომ კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვა ოფიციალურად დაადასტურა რუსეთის თავდაცვის უწყებამაც. „ფორბსის“ ინფორმაციით, ის გახდა ყველაზე ძვირადღირებული დანაკარგი რუსეთისთვის უკრაინასთან ომში.