ჭყონდიდის მიტროპოლიტს, მეუფე სტეფანეს, წაჩხურუს მთავარანგელოზის ტაძარში შეძახილებით შეხვდნენ.
მიტროპოლიტს იუდა უწოდეს და ხურდები შეაყარეს.
აღნიშნულს ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
ცნობისთვის, სოფელ წაჩხურუში, სადაც დღეს მთავარანგელოზის ტაძარში წაჩხურობას აღნიშნავენ, დილიდან დაძაბული ვითარებაა. ტაძარში მყოფი მამები მეუფე სტეფანესთნ დაპირისპირებულები არიან. ისინი მიიჩნევენ, რომ მეუფე პეტრე ცაავა უსამართლოდ დაისაჯა.მეუფე სტეფანესა და მამებს შორის შედგა მოლაპარაკება, რომ მას ჩაეტარებინა წირვა, ოღონდ ადგილზე არ მიეყვანა ლენტეხიდან და სხვადასხვა კუთხეებიდან ჩოხის ფორმაში გადაცმული “კუნთმაგარი ბიჭები”. მამები და მრევლი ამბობს, რომ მეუფე სტეფანემ შეთანხმება დაარღვია.