დაწესდება თუ არა დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები – გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს შეკრების შემდეგ გახდება ცნობილი

დაწესდება თუ არა თბილისში კოვიდის მნიშვნელოვან მატებასთან დაკავშირებით დამატებითი შეზღუდვები – ამ საკითხის გადასაწყვეტად საკოორდინაციო საბჭო დღეს იკრიბება. დედაქალაქში, ბოლო დღეების სტატისტიკიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, ახალი შეზღუდვები ძალაში სულ მალე შევიდეს.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ახლა, პირველ ადგილზე უკვე თბილისია. დედაქალაქში გუშინ 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share