“დრო ნამდვილად ბევრი არ რჩება. ვხედავთ ჩვენ კარგად, მდგომარეობას, მის კლინიკურ სიტუაციას კიდევ და კიდევ უფრო მძიმდება. ეს მოსალოდნელია, რადგან არც ერთი რეკომენდაცია, რომელიც მიცემული იქნა მაღალი კვალიფიკაციური ექიმების მიერ, რომლებიც მონაწილეობდნენ სპეციალურ სახალხო დამცველის კომისიაში, პრაქტიკულად შესრულებული არ იქნა. გარდა ამისა, რაც ყველაზე ცუდი და სავალალოა ის, რომ პარალელურად გრძელდებოდა არაადამიანური ფსიქოლოგიური წამება, ამაში იგულისხმება, ის შეურაცხმყოფელი გამოსვლები, რაც მოდის სახელმწიფოს უმაღლესი პირებისაგან, რომლებსაც უშუალოდ აქვს ზეგავლენა, როგორც პენიტენციურ სისტემაზე, ასევე, იმ სამედიცინო სისტემაზე, რომელზეც სახელმწიფო სამდიცინო სტრუქტურებში მოიაზრება და რომლებიც უშუალოდ მეთვალყურეობენ დღეს პრეზიდენტ სააკაშვილს.
ყველაფერი ეს, ჯამურად იძლევა ძალიან არასასიამოვნო გარემოს და გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის ჯანმრთელობა წესიერად გამოკვლეული არც იქნა. ჩვენ არ ვიცით დღეს რასთან გვაქვს საქმე და ის ნაწილ-ნაწილ მოცემული ინფორმაციები, რაც ჩვენ მივიღეთ სხვადასხვა დარგის პროფესიონალებისაგან გვაძლევს, ერთი მთლიანი სურათის შექმნის ჩამოყალიბების საშუალებას, რომ ეს არის მულტიორგანული დაზიანება ორგანიზმის, რომელის ძალიან დამძიმებულია სერიოზული ფსიქოლოგიური გარემოთი, რომელიც შექმნილია პაციენტის წინააღმდეგ.
მე, როდესაც თავის დროზე მოვითხოვე,რომ კარგი იქნებოდა სახალხო დამცველის კომისიაში, მაშინვე ყოფილიყო ჩართული ფსიქიატრი, არა პაციენტის ფსიქიატრიული კონდისაციის გამოსაკვლელად, არამედ საჭიორემისამებრ,უარი თქვეს. ქირურგიული ჭრილობა არ ხორცდება წესიერად, თუ იქ ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ არის მაქსიმალურად გაწონასწორებული და თუ საჭიროა მედიკამენტოზურად კორექტირუებული.
დღეს ჩვენ საქართველოს მთავრობამ, საქართველოს სამედიცინო სამსახურმა და სამედიცინო სტრუქტურებმა, ყვლამ ერთად უკვე დაადასტურეს, რომ მათ ფიზიკურად არ შეუძლიათ შექმნან ნორმალური გარემო, იმოტომ რომ ესენი გაცდნენ ყველანაირ ზღვარს და ამასთან ერთად არა აქვთ მათ, არც პროფესიული, არც მორალურ-ეთიკური სამედიცინო კვლევა, რომ გააგრძელონ ამ პაციენტის მკურნალობა და სწორედ, ამიტომ ის ოფიციალური ბრძანება, რომელიც ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მიერ არის შექმნილი პენიტენციური სამსახურისადმი და რომელიც გულისხმობს თავისთავში პატიმარის გათავისუფლებას, თუ კი მისი სამედიცინო კონდენცია ამას მოითხოვს და არის კრიტიკული, ეს არის სწორედ ის პრეცენდენტი,რომელიც ამ შემთხვევაში სამედიცინო-იურიდიული თვალსაზრისით აუცილებლად გამოყენებული უნდა იქნეს. რაც შეეხება მორალურ-პოლოტიკური თვალსაზრისთ აქ, უკვე, როგორც მოქალაქე ვიყტვი იმას, რომ სამარცხვინოა უბრალოდ, დღეს რა მდგომარეობაშიც საქართველოა. სირცხვილია, უბრალოდ სირცხვილია!!! საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშეა სირცხვილი, იმიტომ რომ ვერ მოახერხა ჩვენმა სახელმწიფომ ის, რომ ასეთი გამორჩეული რანგის, პატიმარის ადეკვატურად მიხედვა და უხეშად დაარღვია მისი უფლებები. ამან კიდე უფრო დაყო საზოგადოება და გააღრმავა ის დაპირისპირება ,რაც არსებობდა ქამდე.
სპეკულაციაა ის რომ, სხვა პატიმარიც პატიმარიაო ამბობენ…დიახ, ყველას უფლებებიც უნდა დავიცვათ, მაგრამ განსაკუთრებულად სწორედ იმიტომ უნდა დავიცვათ მიხეილ სააკაშვილის, პრეზიდენტის, გამორჩეული პატიმარის უფლებები, რომ ამ მაგალითზე უნდა აიგოს და ამას უნდა დაეფუძნოს, ქართული იურისპრუდენცია და სასამართლო-სამედიცინო კლინიკური მიმდინარეობის ეთიკა .
თუ ჩვენ გვსურს, რომ ვიყოთ ჭეშმარიტი დემოკრატიული ქვეყანა და საკუთარი თავის პატივისცემა გვაქვს უპირველეს ყოვლისა და თუ ჩვენ ეს არა გვაქვს და ეს დავკარგეთ, მაშინ ჩვენ ვერ მივიღებთ პატისიცემას სხვა ქვეყნებისაგან და მსოფლიოს თანამეგობრობისაგან.
ამ ხელისუფლებამ თვითონ გახსნეს კარი და გვაიძულეს, რომ მოგვეთხოვა პრეზიდენტის საზღვარგარეთ გაყვანა. ჩვენ რომ ვხედავთ უმწიფარ მოქმედებას, როგორც ქართული სამედიცინო, ასევე ქართული იურისპრუდენციიდან და სამთავრობო სექტორიდან, ამიტომ იძულებული ვართ მოვითხოვოთ გადავარჩინოთ ადამიანის სიცოხლე. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ასეა, მაგრამ თვითონ გააკეთეს ეს მაგენმა”.-ისაუბრა გადაცემა “სხვა ნანუკას შოუ”-ში, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორმა, ზურაბ გურულმა.