მესამე პრეზიდენტმა რუსთავის ციხიდან მორიგი წერილი გაავრცელა – ის მადლობას უხდის ყველას ვინც გუშინ მის მიმართ ყურადღება გამოიჩინა და თანადგომა გამოუცხადა. მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით ციხის ექიმებიც კი შეშფოთებული არიან და კერძო კლინიკაში გადაყვანაზე თანხმდებიან.
მისი განცხადებით, დაუშვებელია დაუშვებელია ისევ გლდანში ან გორში გადაიყვანონ.
“მადლობა ყველას, ვინც ციხესთან მოვიდა.
მეგობრებო, დღეს არ გადავუყვანივარ. რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობას, ციხის ექიმები ყველანი შეშფოთებულები არიან და ყველა ერთ აზრზეა, რომ აუცილებელია ჩემი დაუყოვნებლივ სტაციონარში გადაყვანა თუნდაც დროებით, სანამ შევძლებ ნამდვილ მკურნალობას, მაგრამ ეს ვერ იქნება ვერც გლდანი და ვერც გორი, სადაც ჩემზე განხორციელდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელთა შედეგადაც დადგა ჩემი დღევანდელი მდგომარეობა.
ძალიან მადლობელი ვარ საზოგადოების სოლიდარობის, განვიცდი ბათუმში დაკავებებს. ასევე, მადლობელი ვარ საერთაშორისო თანამეგობრობის მორალური მხარდაჭერის. იმედია, ეს ყველაფერი შედეგებს გამოიღებს”.-წერს მიხეილ სააკაშვილი.